Thursday, May 13, 2010

1. პროექტის სახელი-- ტურიზმი და რეკრეაციული მეურნეობა საქართველოში

2. პროექტის მოკლე აღწერა-- მოსწავლეები ეცნობიან ტურისტულ და რეკრეაციული მეურნეობის რესურსებს საქართველოში.

3. პროექტის ვრცელი აღწერა-- მოსწავლეები ეცნობიან იმ ბუნებრივ პირობებს რაც აუცილებელია ტურიზმისა და რეკრეაციის განვითარებისათვის, მათი ამოცანაა შეისწავლონ ის ტერიტორიები რომელიც მიეკუთვნება ამ ზონას, აკეთებენ კლასიფიკაციას აღმოჩენილი რესურსების, ადგენენ მათ სიმაღლეს ზღვის დონიდან და არჩევენ რითია გამორჩეული ესა თუ ის ზონა. ადგენენ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის ტურისტულ-რეკრეაციული მეურნეობა, აქვს კი პრიორიტეტი ამ დარგის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად და იწყებენ მოგზაურობას ქვეყნის შიგნით მათთვის სასურველ ტურისტულ-რეკრეაციულ ზონაში, იწყებენ კვლევა-ძიებას, იღებენ სურათებს და იღებენ ინტერვიუებს დამსვენებლებისაგან, იკვლევენ რამდენად მზად არის ზონა საერთაშორისო დონის დასაკმაყოფილებლად. მოსწავლეები იკვლევენ თითოეული რეკრეაციული ზონის სამკურნალო თვისებებს ადგენენ მათ კატეგორიზაციას.

4. მონაწილეთა ასაკი/კლასი-- VII- IX კლასი

5. ვადები/ხანგრძლივობა-- 4-5 კვირა.

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში და კლას გარეთ-- მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად მასალების მოსაძიებლად ტურისტული და რეკრეაციული ზონების გეოგრაფიული მდებარეობის, კლიმატური პირობების და ლანდშაფტური თავისებურებების შესახებ. იწერენ ინტერვიუებს, ამზადებენ რუკებს და აკეთებენ ბროშურებს.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას--პროექტის ბლოგი , სადაც განთავსდება მოსწავლეთა ნამუშევარი.

8. სასარგებლო სხვებისთვის-- ამ პროექტის საიტზე შესული დამთვალიერებლები გაეცნობიან ინფორმაციას საქართველოს ტურიზმისა და რეკრეაციის შესახებ. იმ კატეგორიისთვის რომლებსაც არ აქვთ კომპიუტერით სარგებლობის შესაძლებლობა მოსწავლეებს დამზადებული აქვთ ბროშურები ,,ჩემი ქვეყნის ტურისტული და რეკრეაციული ზონები”

9. სამუშაო ენა-- ქართული

10. საგანთან/საგნობრივ ჯგუფთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი--გეოგრაფია, ქიმია, ისტი.

11. პროექტის ფასილიტატორის სახელი: სიმონია ცაცა

12. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:

13 .პროექტის ფორუმი

Tuesday, May 11, 2010

ცაცა სიმონია

საგანმანათლებლო პროექტი